საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები იუსტიციის მინისტრის განცხადებას აფასებენ. გიული ალასანიას თქმით რატი ბრეგაძის განმარტება, ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესახებ საფუძველს მოკლებულია, მისივე თქმით ცენტრმა ემპათიამ და საექსპერტო ჯგუფმა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლია და შესაბამისი დასკვნა დადო. გიორგი სააკაშვილი აცხადებს რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან სამხარაულის ბიუროს არც ერთი წარმომადგენელი არ ყოფილა შესული რაც მათი მხრიდან დადებულ დასკვნის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.