ცენტრი „ემპათია“საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის. როგორც ცენტრ „ემპათიას“ განცხადებაშია ნათქვამი, „დასკვნაზე დასკვნის მომზადების იურიდიული საფუძველი საეჭვოა და ის იუსტიციის სამინისტროს მიკერძოებულ სტატუსზე მიუთითებს“.