კარტიეს საკულტო Tank Française, როგორც ავანგარდის გამოხატულება, პარიზთან და მის შემოქმედებით თავისუფლებასთან გვაკავშირებს. რადგანაც ის ახალ ტალღას და თავად ქალაქს უკავშირდება, ბრენდმა ჩათვალა, საათის ეს მოდელი პარიზის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობის, სენას გასწვრივ გადაეღოთ — მარცხენა და მარჯვენა ნაპირებს შორის, რაც წარსულისა და აწმყოს გმირის მინიშნებით.
შედეგად, გაი რიჩის რეჟისორობით, Cartier-ის სარეკლამო კამპანია ასახავს Tank Française-ის მარადიულ ელეგანტურობას. ერთის მხრივ, ვიდეორგოლში ვხედავთ კატრინ დენევის, ფრანგული ახალი ტალღის ლეგენდარულ მსახიობსა და იმდროინდელი სილამაზის ეტალონის განსახიერება, ხოლო მეორეს მხრივ, რამი მალეკის, თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობს. აქ მალეკი რეჟისორია, კატრინი კი თავის საკულტო როლებს ასრულებს…