ამერიკელ მოდელსა და მსახიობს პერის ჰილტონს და მის ქმარს კარტერ რეუმს ცოტა ხნის წინ პირველი შვილი, ვაჟი სუროგატი დედის მეშვეობით შეეძინათ.
„ჩემი ოცნება ყოველთვის იყო დედა ვყოფილიყავი და ბედნიერი ვარ, რომ მე და კარტერმა ერთმანეთი ვიპოვეთ", - განუცხადა ახალბედა დედამ ექსკლუზიურად PEOPLE-ს. 41 წლის ჰილტონი ადრე ღიად აცხადებდა, რომ მისი სურვილი იყო გამხდარიყო მშობელი რეუმთან ერთად.
Instagram-ზე ჰილტონმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ბავშვის ხელი უჭირავს. „უკვე იმაზე მეტად გვიყვარხარ, ვიდე სიტყებს ამის გადმოცემა შეუძლია“, - წერს პერისი.
ამერიკელი მოდელი და მსახიობი პერის ჰილტონი და მისი მეგობარი კაცი, მეწარმე კარტერ რეუმი პანდემიის დროს დაქორწინდნენ. ქორწილი პერისის ბაბუის სახლში, ლოს-ანჯელესში გაიმართა. ვარსკვლავურმა წყვილმა ერთმანეთი პერისი სიმღერაზე Heartbeat ვიდეორგოლის გადაღების დროს 2006 წელს გაიცნო, თუმცა რომანტიკული ურთიერთობა ოფიციალურად 2019 წელს დაიწყეს.