1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6393 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6393 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6451 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0058 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8745 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8847 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.