საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის დედაქალაქ თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას გმობს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ ძალადობის ნებისმიერი აქტი მიუღებელია.
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა დღეს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი პირი.