ოკუპირებულ აფხაზეთში საჰაერო სივრცის დროებით აკრძალული ზონები განსაზღვრეს. აკძალული ზონა წესდება რუსეთის საელჩოს, რუსეთის ელჩის რეზიდენციის, სახელმწიფო აგარაკების და აეროპორტის თავზე. იკრძალება საჰაერო სივრცის გამოყენება, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებისთვის.