საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ტარდება. პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სასულიერო პირებთან ერთად წირვა სიონის ტაძარში ჩაატარა.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა კი ღვთისმსახურება ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში აღავლინა, რის შემდეგაც იქადაგა. როგორც მეუფემ აღნიშნა, საქართველო სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს იცხოვრებს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა და უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველო გავაძლიეროთ.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ, პირველ ივნისს და 27 იანვარს აღნიშნავს.