ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი - დაშავდა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპული პირი საელჩოს დაცვის თანამშრომელია. მათივე ცნობით, დიპლომატიური არხებით მოპოვებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.
ირანელმა სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.