პოლონეთი უკრაინას დამატებით 60 ერთეულ Twardy-ის ტიპის საბრძოლო ტანკს გაუგზავნის, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამში“ წერს.
მან მოკავშირეებს ამ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, პოლონეთმა უკრაინას Twardy-სმ საბრძოლო მანქანების პირველი პარტია 2022 წლის ივლისში გადასცა.