საქართველოს მესამე პრეზიდენტის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრიტანელი ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა იკითხება. მან მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის ნოემბერში მოინახულა. კატონა ეთანხმება "ემპათიის" დასკვნას და იზიარებს მოსაზრებას, რომ ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს შეეძლოთ ხელი შეეწყო პაციენტის კოგნიტური სირთულეების განვითარებისთვის.
მოწმის დაკითხვის შემდეგ პენიტენციური სამსახური დააყენებს შუამდგომლობას, რომ საქმის მასალებს სამხარეულოს ეროვნული ბიუროს დააკვნა დაერთოს.