წელს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების, 4 მლრდ დოლარამდე, ანუ 15%-ით ზრდაა მოსალოდნელი - აღნიშნულ პროგნოზს Galt & taggart-ი აკეთებს. 2022 წელს პირველ ადგილზე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით რუსეთი იყო, მეორე ადგილზე თურქეთი, ხოლო სრულად ევროკავშირის წილმა თითქმის 10% შეადგინა.
რაც შეეხება დეკემბრის შემოსავლებს, ქვეყანამ ჯამში 363 მლნ დოლარი მიიღო, რაც დაახლოებით 3-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია წლიურად, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 67%-ით აღემატება.
ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიგრანტებს უკავიათ, რომლებიც საქართველოში ომის დაწყებისთანავე ჩამოვიდნენ. გასულ თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 94%-ით აღდგა. ხოლო რაც შეეხება ჯამურად წლიურ ჭრილში, ქვეყანამ ტურიზმიდან შემოსავლის სახით სამი მილიარდ 500 მლნ დოლარი მიიღო.
რა მოლოდინები უნდა გვქონდეს წელს, რა რჩება ტურიზმის სექტორის მთავარ გამოწვევად და როგორია სამომავლო პერსპექტივები? - თემაზე სასაუბროს "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი ნინა კეკელიძე