2023 წლის 26 იანვრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება სამ მილიარდ ლარს აჭარბებს. წმინდა ამონაგები, კი 457 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 368 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,022 პირმა, მათზე გაცემული თანხა კი შვიდ მილიარდ 717 მილიონ 640 ათას ლარს შეადგენს.
სად არის დაბანდებული საპენსიო აქტივები და რა გეგმები აქვს სააგენტოს - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე