დიდი ბრიტანეთის დაზვერვა დეზინფორმაციად აფასებს კრემლის განცხადებებს, რომ ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის თავდაცვის ხაზი გაარღვია. დაზვერვის თანახმად, რუსული ქვედანაყოფები, აწარმოებდნენ ლოკალურ, საცდელ შეტევებს, თუმცა, დიდი ალბათობით, ვერანაირ არსებით წარმატებას ვერ მიაღწიეს.