საქართველო საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა მიხედვით მე-4 ადგილზეა. 2022 წელს ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსზე პირველადი განაცხადი საქართველოს 8 100-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 114%-ით მეტია. შესაბამისად, საქართველო, ავღანეთთან, ბანგლადეშთან და თურქეთთან ერთად, იმ ქვეყნების სიაშია აღმოჩნდა, საიდანაც 2022 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ ყველაზე მეტი განაცხადი შევიდა.