უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია - განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი აკეთებს. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრის შეტევებს იგერიებს და გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო დანაყოფებმა მტრის 4 საკონტროლო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის არეალს, ორ საარტილერიო კონცენტრაციის არეალს, საბრძოლო მასალის საცავსა და ოკუპანტი ქვეყნის კიდევ ორ სხვა მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყეს.