თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან განთავისუფლების მიზნით მორიგი პროცესი გაიმართება. დღევანდელ პროცესზე ბრიტანელი ფსიქიატრის და რამდენიმე ექსპერტის დაკითხვაა დაგეგმილი. დღესვე პენიტენციური სამსახური დააყენებს შუამდგომლობას, რომ საქმის მასალებს სამხარეულოს ეროვნული ბიუროს დააკვნა დაერთოს.