ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ატლეტიკო“ დამატებით დროში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
სტუმრები მე-19 წუთზე მორატამ დააწინაურა - ეს 2018 წლის შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ატლეტიკოს“ მიერ გატანილი პირველი გოლია. 79-ე წუთზე როდრიგომ ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა. 99-ე სავიჩმა კამავინგა წააქცია, რის გამოც მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, ის გააძევეს და „როხიბლანკო“ კაცნაკლული დარჩა.
104-ე წუთზე ბენზემამ, ხოლო დამატებით 121-ეზე ვინისიუსმა დალაშქრეს ობლაკის კარი და "სამეფო გუნდმა" გაიმარჯვა.
ცნობისთვის, თასის ნახევარფინალში „რეალი“, „ბარსელონა“, „ოსასუნა“ და „ბილბაო“ გავიდნენ.
30 იანვარს „რეალი“ ლა ლიგაზე „სოსიედადს“ უმასპინძლებს, ხოლო „ატლეტიკო“ 29 იანვარს „ოსასუნას“ ესტუმრება.