უელსის პრინცესა ამჯერად ქალაქ ლუტონში მდებარე საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლებსაც შეხვდა. ამ განსაკუთრებული ვიზიტისთვის ქეით მიდლტონმა სამოსიც შესაფერისი შეარჩია და არჩევანი ნარინჯისფერ ანსამბლზე გააკეთა.
41 წლის მიდლტონს „მასიმო დუტის“ ღია ყავისფერი პალტო ეცვა, რომელიც „გაბრიელა ჰირსტის“ ქიშმირის ქვედაბოლოსთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლს „რალფ ლორენის“ ტყავის ქამარი და „სტიუარტ ვეიზმანის“ ჩექმა ასრულებდა.