ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ამომრჩეველთა გადამოწმება მიმდინარეობს. პარტიის წევრები ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ რომ ხმის მიცემის პროცესი ფარულია. არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 50 ათასამდე ადამიანმა გაიარა.