კანადა და ესტონეთი უკრაინისთვის საბრძოლო ტექნიკისა და მასალის მიწოდებას გეგმავენ. კანადა უკრაინას, უახლოეს მომავალში, Leopard 2-ის ტიპის 4 ტანკს გადასცემს და კანადელ სამხედროებს კი უკრაინელი სამხედროების მომზადებაში ევროპის ქვეყნების დასახმარებლად გაგზავნის.
კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას ავღანეთის ომის დროს ნიდერლანდებიდან შეძენილ Leopard 2 A4-ის ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ესტონეთი ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს, რომელიც უკრაინამ მოითხოვა. მედიის ცნობითვე, ქმედებისთვის გერმანიის ნებართვაა საჭირო, რისთვისაც ოფიციალურმა ტალინმა ბერლინს უკვე მიმართა.