ეს ბოროტება, ეს რუსული აგრესია შეიძლება და უნდა შეჩერდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. იარაღი ბრძოლის ველზე. იარაღი, რომელიც იცავს ჩვენს ცას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც უკრაინის წინაამდეგ გუშინ განხორციელებულ კიდევ ერთ საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა.
„ტერორისტების მორიგ სარაკეტო დარტყმას გავუძელით. თავდასხმა, რომელიც სრულად ადასტურებს ყველაფერს, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი დიპლომატიური მარათონის დაწყებიდან. ეს ბოროტება, ეს რუსული აგრესია შეიძლება და უნდა შეჩერდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. იარაღი ბრძოლის ველზე. იარაღი, რომელიც იცავს ჩვენს ცას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ტერორისტებს მხოლოდ იარაღი ანეიტრალებს.