აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში ჩასვლას აპირებს. მედიის ცნობით, მისი ვიზიტი 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან იქნება დაკავშირებული.
დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარების გაძლიერებას ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება.
"ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები" - ასე აფასებს დონალდ ტრამპი უკრაინისთვის დასავლური წარმოების ტანკების გადაცემას.