ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის "საქმიან ეზოში" მიმდინარე სამუშაოებს კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად გაეცნო.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სატყეო მეურნეობის განვითარებასთან ერთად, მთავარი მიზანი მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა.
სატყეო სააგენტოს ინიციატივით, თითქმის ყველა რეგიონში 39 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. 2023 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 17 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.