საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სრულიად უსაფუძვლოდ აბრალებენ იმას, რომ ექსპრეზიდენტი აწამეს და ამის საფუძველზე ჩამოუყალიბდა გარკვეული დაავადებები. მისი თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა დასკვნა, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა და ამის საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.