რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა 26 იანვარს 11 უკრაინელი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
უწყების განცხადების თანახმად, 26 იანვარს 00:00-დან 15:00-მდე მდგომარეობით დრონებისა და სარაკეტო დარტყმების შედეგად 2 ხანძარი გაჩნდა, 35 შენობა დაზიანდა.
მაშველების ინფორმაციით, 11 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 11 კი დაშავდა.
აღინიშნება, რომ დაბომბვის შედეგების ლიკვიდაციაში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-ზე მეტი მაშველია ჩართული.
ყველაზე მეტი შენობა კიევის ოლქშია დაზიანებული, როგორც კერძო სახლები, ასევე საცხოვრებელი მრავალსართულიანი შენობები.