ევროპის საბჭოს ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის აგრესიაზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 100-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არც ერთი წასულა. რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის იყვნენ ქართული დელეგაციის წევრებიც. ასამბლეა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მისი ხასიათის, მასშტაბისა და სიმძიმის გათვალისწინებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების უხეშ დარღვევას წარმოადგენს .