უკრაინის არაერთ დასახლებაზე რუსეთის საჰაერო იერიშები გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დილიდან დაიბომბა ქვეყნის დედაქალაქი კიევი. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ინფორმაციით, გოლოსეევსკის რაიონში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავებული კი კლინიკაში იმყოფება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 55 რაკეტიდან 47 ჩამოაგდო.