თბილისის მერის ინიციატივით საკრებულოში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. გამართულ შეხვედრაზე კახა კალაძემ წინასაახალწლოდ გაკეთებული პროექტები მიმოიხილა. შეხვედრის დასასრულს კი ბიზნესსექტორის წევრებს გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.