მიხეილ სააკაშვილის დედის განმარტებით, კლინიკა ვივა მედის მედიკოსები ზეწოლის ქვეშ არიან და ყველა მათგანი ტყუის. გიული ალასანიას თქმით ამ დროისთვის ექსპრეზიდენტი დაახლოებით 68 კილოს იწონის, შესაბამისად კახექსიის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. პარალელურად, კლინიკის სამედიცინო დირექტორი ირწმუნება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი რეანიმაციულ განყოფულებაში გადაყვანის საჭიროება არ დგას. ამასთან, ამ დრომდე უცნობია თუ როგორ და ვისგან გადაედო მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი. ახლა ზურაბ ჩხაიძე ითხოვს თავად ყოფილი პრეიდენტის ადვოკატებმა ჩაიტარონ პისიარ ტესტი. ამ მოთხოვნაზე შალვა ხაჭაპურიძის პოზიცია ცნობილია. მისთვის ვივა მედის მიმართ ნდობა ნულის ტოლფასია.