ახდენს თუ არა შვეიცარიული ბანკი საქართველოს ყოფილ პრემიერ, ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლას - დასავლურ მედიებში დღეს გავრცელებულ სტატიაში ივანიშვილის ადვოკატები ცალსახად ამბობენ რომ თანხებზე წვდომის შეზღუდვა ხელოვნურად, გამოგონილი მიზეზებით ხდება. მმართველი პარტია კრედიტ სუისთან წარმოშობილ ბუნდოვანების უკან პოლიტიკურ ქვეტექსტებს ხედავს. ამბობენ, რომ ამ ფორმით გარკვეული ძალები ცდილობენ, ივანიშვილს პილიტიკაში დაბრუნება აიძულონ. ოპოზიცია ქართული ოცნების მხრიდან გამოთქმულ ვერსიას აკრიტიკებს და ამბობს რომ თუ ივანიშვილის ხელისუფლება ისევ გააგრძელებს ევროპული რეკომენდაციების უხეშ დარღვევას, ამას დასავლეთის მხრიდან უფრო რეალური სანქციები მოჰყვება.