"ვივამედის" კლინიკური დირექტორის განცხადებას, რომ მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ, შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს და ამბობს, რომ არ აპირებს ტესტის "ვივამედში" ჩატარებას, რადგან ამ კლინიკას არ ენდობა. მიხეილ სააკაშვილის კოვიდინფიცირების წყარო ისევ უცნობია. კლინიკის მტკიცებით, ექიმებს, რომლებსაც მესამე პრეზიდენტთან აქვთ შეხება, კოვიდი არ დადასტურებიათ.