კიევში, რუსეთის მიერ დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი - დაიჭრა, - ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამზე“ წერს.
„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჰოლოსივსკის რაიონში, არასაცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი. მედიკოსებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - აცხადებს კლიჩკო.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა.