დღეს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კომისიის წევრებმა კახა ბექაური მესამედ, სამი წლის ვადით აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის სრულმა შემადგენლობამ ბექაურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს აირჩია.