საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე- ოფიცრებმა, მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე ფინანსთა მინისტრმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიულოცეს.