პარტია "მოქალაქეები" საქართველოს პარლამენტში ვეტერანთა კოდექსის შემუშავებას იწყებს. კოდექსის მიზანი სახელმწიფოს მხრიდან ვეტერანების ღვაწლის დაფასება და მათი სოციალური სტატუსის გაუმჯობესება იქნება.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დეტალურად გაიწერება ვეტერანის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები, განისაზღვრება სოციალური პაკეტები და სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი პილიტიკა შემუშავდება.
ელისაშვილი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას პარლამენტში, ჩაერთონ სამუშაო ჯგუფებში, სადაც უახლოეს პერიოდში კოდექსის შემუშავება დაიწყება.