2022 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 73%-ით გაიზარდა, ექსპორტი 98%-ით. გასული წლის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილები საქართველოდან საექსპორტო ჯგუფებში მეორე ადგილზეა, ხოლო იმპორტირებულ სასაქონლე ჯგუფებს შორის პირველ ადგილზე. საქართველო ფაქტობრივად ერთგვარ ჰაბად ჩამოყალიბდა საიდანაც სატრანსპორტო საშუალებები რეგიონის ქვეყნებში ნაწილდება.
სად ვყიდით და სად ვყიდულობთ ავტომობილებს? არის თუ არა მოსალოდნელი ფასები ზრდა? უნდა ველოდოთ თუ არა მოთხოვნის კიდევ უფრო ზრდას? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე