თუ თქვენ გავქთ სასურსათო მაღაზია, ან დაკავებული ხართ თაფლის რეალიზაციით, ან ჰყიდით ნახევარფაბრიკატებს, გაქვთ ბავშვთა კვების წარმოება-რეალიზაცია, დაკავებული ხართ რძის და რძის პროდუქტების ვაჭრობით, ეწევით ხილ-ბოსტნეულის, ხორცის რეალიზაციას, დაკავებული ხართ ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოებით, ჰყიდით, თხილს, კაკალს, მზესუმზირას, 2023 წლის 1 ივნისიდან გიჩნდებათ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომ საფრთხისა ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა, იგივე ჰასპის სტანდარტი დანერგოთ.
რა არის ჰასპის სტანდარტი და რა უნდა ვიცოდეთ ახალი ვალდებულების შესახებ? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია სეს-ის სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი