წლიურად ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 46%-ით გაიზარდა. როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოსაკრებელი გასულ წელს 114 მილიონ 392 ათას ლარზე მეტი იყო, წინა წლის განმავლობაში კი დაახლოებით 78,5 მილიონ ლარს შეადგენდა.
ამასთან, 2022 წელს ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან - 54 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 6 მილიონ ლარზე მეტი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან ანუ ონლაინ კაზინოებიდან 15 მილიონ ლარზე მეტი. სამორინეს მაგიდებიდან ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით 37, 5 მილიონი ლარი შევიდა, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კი - 38, 5 მილიონი ლარი იყო.
სათამაშო ბიზნესის ბრუნვისა და მოგების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა, წინა წლების სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, არ მგონია, რომ მოსაკრებლის ზრდის დინამიკა ახლოს მივიდეს ამ ბიზნესის შემოსავლების ზრდის მაჩვენებლებთან.