2023 წელს ტურიზმიდან შემოსავლები შესაძლოა, 4 მლრდ დოლარამდე, ანუ წინა წელთან შედარებით 15%-ით გაიზარდოს. ამის შესახებ პროგნოზს საინვესტიციო ბანკი Galt & taggart-ი აკეთებს. მათივე ცნობით, 2022 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის, სრული შემოსავლის მეოთხედზე მეტი. მეორე ადგილზეა 11.4%-ით თურქეთი, ხოლო სრულად ევროკავშირის წილი 9.5%-ს შეადგენს.
რაც შეეხება დეკემბრის შემოსავლებს, დეკემბერში ქვეყანამ ტურმიზმიდან ჯამში 363 მლნ დოლარი მიიღო, რაც 2.9-ჯერ არის გაზრდილი წლიურად, ხოლო 67.2%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე. საინვესტიციო ბანკი აცხადებს, რომ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიგრანტებს [რუსეთი, უკრაინა და ბელორუსი] უკავიათ, რომლებიც საქართველოში ომის დაწყებისთანავე ჩამოვიდნენ.
დეკემბრის შემოსავლებში რუსეთის წილი 30%-ს აჭარბებს, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნების წილი ჯამურად მხოლოდ 5.3%-ია.