ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლის მიწურულს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 1.16 მლრდ ლარით (2.66%-ით) გაიზარდა და დეკემბრის ბოლოს 44.80 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის ცნობით, გაზრდილია როგორც ლარით, ისე უცხოური ვალუტით გაცემული სესხები. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.60 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 12.60 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.
2022 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.57%-ით, ანუ 365 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის თითქმიმს 24 მლრდ ლარი შეადგინა.