კომერციული ბანკების მოგებამ ერთი წლის განმავლობაში 2 მლრდ ლარს გადააჭარბა. მართალია, გასულის წლის დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება წინა თვესთან, ანუ ნოემბერთან შედარებით დაახლოებით 81,5 მილიონი ლარით შემცირდა და 116 მილიონ 800 ლარი შეადგინა, თუმცა ზრდაა წინა წელთან შედარებით. მაგალითად, მხოლოდ დეკემბრის თვის შედარებით წინა წლის იგივე თვესთან, ვნახავთ რომ კომერციული ბანკების მოგება 2,7 მლნ ლარით არის გაზრდილი.
გაზრდილია მოგების მაჩვენებელი წლიურ ჭრილშიც და შეიძლება ითქვას, რომ რეკორდულ ნიშნულს აღწევს. 2022 წლის განმავლობაში 14 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს კი თითქმის 6 მილიონი ლარით მეტია 2021 წელთან შედარებით.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 754 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები 533 მლნ ლარზე მეტი იყო. დეკემბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 497 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.