კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ექიმებსა და ექთნებს მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდი არ დაუფიქსირებიათ. როგორც ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის კოვიდინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ამ ეტაპზე გართულების ნიშნები არ არსებობს.