სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. "ლელოს" ლიდერებსა და ,,ტვ პირველის" დამფუძნებელს გასული წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა. ბრალდებულები თავს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ, რის გამოც საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.