მესამე დღე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კორონავირუსით ინფიცირებიდან - კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის შეფასებით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომატიკა აღენიშნება. მისივე განცხადებით სააკაშვილის რესპირატორული მაჩვენებლები ნორმაშია და ის დამატებით ჟანგბადს არ საჭიროებს.
ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკა ვივამედის არცერთ თანამშრომელს, რომელიც უშუალოდ ექსპრენტთან იყო შემხებლობაში, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ვივამედში ახლა ადვოკატების პსრ ტესტებს ელოდებიან, რომელიც უფლებადამცველებს ამ დრომდე არ წარუდგენიათ.
რაც შეეხება გიული ალასანიასა და შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციას, სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდზე, ზურაბ ჩხაიძე პასუხობს, რომ ასეთი რამ ექთნის მიერ, რომელიც პაციენტთან 24 საათის განმავლობაში იმყოფება, დაფიქსირებული არ არის.