ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულებულია. 12 დღეში დაახლოებით 47000 ამომრჩეველი დარეგისტრირდა.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატების ნაწილი აცხადებს რომ რეგისტრაცია შეფერხებებით და ხარვეზებით მიმდონარეობდა რაც თავის მხრივ შედეგების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს. პარტიის წარმომადგენლების ნაწილი კი განმარტავს რომ საარჩევნო პროცესში მინიმალური პრობლემები იყო რაც მალევე გამოსწორდა.
"ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარეს 30 იანვარს დახურული ხმის მიცემის პრინციპით აირჩევს. თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძვიან.