დევიდ კოფერფილდი , ცნობილი ინგლისელი მწერლის ჩარლზ დიკენსის რომანია.ისევე როგორც მწერლის სხვა წინამორბედი ნაწარმოებები , დევიდ კოპერფილდიც თავდაპირველად ნაწილ-ნაწილ ქვეყნდებოდა , თუმცა საბოლოოდ ის 1850 წელს გამომცემლობის Bradbury & Evans-ის მიერ ინგლისურ ენაზე , ერთ წიგნად გამოიცა.წიგნში მოქმედებები 1840 იან წლებში ვითარდება.დევიდ კოპერფილდი მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში მოევლინება ქვეყანას. როცა ის 7 წლის ხდება , დედამისი ხელმეორედ ქორწინდება მისტერ მერდსტონზე. ბიჭსა და მამინაცვალს შორის მაშინვე გაჩნდება ორმხრივი მტრობა, რომელიც დრო და დრო უფრო მძაფრდება , საბოლოოდ კი დევიდს მამინაცვალი კერძო სკოლაში აგზავნის, სადაც მასწავლებლების ჩაგვრის მიუხედავად, თავს ბედნიერად გრძნობს მის ახალშეძენილ მეგობრებთან ერთად. ამასობაში დევიდის დედა კვდება და მერდსტონი ბიჭს ლონდონში, მის კუთვნილ ქარხანაში სამუშაოდ აგზავნის, სადაც საშინელი სიღარიბისა და ცუდი პირობებისა , ცდილობს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე იყოს. წიგნი აღწერს დევიდის თავგადასავალს უბედური ბავშვობიდან, წერის ნიჭის აღმოჩენამდე, მის დიდებულ და ამავდროულად ტრაგიკულ მოგზაურობას, რომელიც ამავდროულად სიცოცხლით, მრავალფეროვნებითა და ადამიანობითაა აღსავსე.
ჩარლზ დიკენსი ინგლისელი მკითხველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალია , მისმა შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ ინგლისურ , არამედ მსოფლიო კულტურასა და ხელოვნებაზე, მწერალმა 1836 წლიდან 1870 წლამდე ჯამში 20 ზე მეტი ნოველისა და 3 მოთხრობების კრებულის გამოცემა მოახერხა , მათ შორის არის საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი ნაწარმოებები , ოლივერ ტვისტი , საშობაო სიმღერა, ნიკოლას ნიქლბი , დევიდ კოპერფილდი და სხვები.
მწერლის სრული სახელი და გვარი ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსია , ის 1812 წელს ინგლისში , პორტსმუთის გარეუბანში ლენდბორტში დაიბადა. ჩარლზმა პატარაობიდანვე იგემა ცხოვრების სიდუხჭირე , რისგამოც ვერ შეძლო სკოლის დამთავრება, თუმცა ბავშვობიდანვე ინტენსიურად იყო დაკავებული თვითგანათლებით. მამის გაკოტრების შემდეგ მუშაობდა ლონდონის ვაქსის ქარხანაში, კანცელარიის მწერლად, პარლამენტის სტენოგრაფად და რეპორტიორად. მისმა სამსახურებრივმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო მას ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებაში. ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები მან შემდგომ თავის რომანებში - „დევიდ კოპერფილდსა“ და „პაწია დორითიში“ აღწერა.მწერლის რიგით მერვე რომანს , დევიდ კოპერფილდს დიდი წარმატება ხვდა წილად. იგი არაერთხელ იქნა გამოცემული მსოფლიოს სხვა და სხვა ენაზე, გაიყიდა მისი მილიონობით ეგზემპლიარი.
წიგნის მიხედვით სხვა და სხვა დროს ტელეეკრანებზე გამოვიდა მხატვრული ფილმები უცვლელი სახელწოდებით , ყველაზე ბოლო ეკრანიზაცია მაყურებელმა , 2020 წელს იხილა ისეთი მსახიობების მონაწილეობით როგორებიც არიან, დევ პატელი , ტილდა სუინტონი , ჰიუ ლორი და სხვები.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.