საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ბრიტანელი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. დენიელ ჰამილტონი წერს, რომ ყველა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსს, მათ შორის, პრეზიდენტს ესმის, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს საქართველოს სააკაშვილის საქმემ. ის თვლის, რომ აუცილებელია წინააღმდეგობა გაეწიოს პუტინის მოკავშირე ბიძინა ივანიშვილს.