დასრულდა სერია A-ს პირველი წრე, ლიდერმა "ნაპოლიმ" უახლოესი მდევარი "მილანი" 12 ქულით ჩამოიტოვა და Tuttomercatoweb-მა ნეაპოლური გუნდის 5 ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
ყველაზე მაღალი შეფასება პარტენოპეის ნიგერიელმა ფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა დაიმსახურა - 7.2, ხოლო მეორეზე 6.9-ბალიანი შეფასებით ხვიჩა კვარაცხელია გავიდა.გამოცემამ სიმბოლური ნაკრები ტაქტიკური სქემით 4-3-3 შეადგინა.
კარში მოხვდა ემპოლის კარის დარაჯი გილელმო ვიკარიო.
დაცვაში სპორტულმა გამოცემამ დაასახელა პასკუალე მაცოკი, კიმ მინ ჯე, კრის სმოლინგი და მარიო რუი.
ნახევარდაცვაში არიან ნიკოლო ბარელა, სტანისლავ ლობოტკა და ლუის ალბერტო, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელებად დასახელდნენ: ხვიჩა კვარაცხელია, პაულო დიბალა და ვიქტორ ოსიმენი.