ევროპაში შეიცვლება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში გუნდების შერჩევის სისტემა. აღნიშნულ ინფორმაციას UEFA ავრცელებს.
უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცვლილებები შეიტანოს საკვალიფიკაციო ტურნირის სტრუქტურაში.
შესარჩევ ტურნირზე შეიქმნება 12 ჯგუფი, თითოში იქნება ოთხი ან ხუთი გუნდი. ის ნაკრებები, რომლებიც პირველ ადგილს დაიკავებენ, პირდაპირ მიიღებენ ფინალური ეტაპის საგზურს. მეორეადგილოსნები ან პირდაპირ გავლენ ფინალურ ტურნირზე ან მონაწილეობას მიიღებენ პლეი ოფში - იმ გუნდებთან ერთად, რომელთაც ერთა ლიგიდან ექნებათ მოპოვებული პლეი ოფში თამაშის უფლება.
ცნობისთვის, ცვლილებები ძალაში შევა ევრო 2024-ის შემდეგ, შესაბამისად, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიდან დაიწყება.